საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ქალბატონებს 8 მარტი მიულოცეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით ქალბატონებს 8 მარტი მიულოცეს და ყვავილების თაიგულები გადასცეს.
სამართალდამცველებმა მათ უსაფრთხო გადაადგილება და წარმატება უსურვეს.
„ლეგენდების სერიის“ პირველ მატჩში ვეტერანი ქართველი ფეხბურთელები „ინტერის“ ვარსკვლავებთან 0:2 დამარცხდნენ
ლეგენდების სერიის“ პირველ მატჩში ვეტერანი ქართველი ფეხბურთელები „ინტერის“ ვარსკვლავებთან 0:2 დამარცხდნენ.
„ინტერის“ შემადგენლობაში ორივე გოლი პორტუგალიელმა ლუიშ ფიგუმ გაიტანა.
Geo11-სა და ინტერის ვარსკვლავებს შორის შეხვედრა „სპორტს...
საგამოძიებო სამსახურმა შესაბამისი ნებართვის გარეშე სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტი გამოავლინა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, შესაბამისი ნებართვის გარეშე, სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე, აჭარის რეგიონში პასუხისგებაში...
მომხმარებლებს კომპანია Meta-ს პლატფორმების ანგარიშებზე წვდომა დაუბრუნდათ
მომხმარებლებს კომპანია Meta-ს პლატფორმების ანგარიშებზე წვდომა დაუბრუნდათ.
მთელს მსოფლიოში "მეტას" მომხმარებლებს პრობლემა შეექმნათ. გლობალური სოციალური ქსელები: "ფეისბუკი", "მესენჯერი" და "ინსტაგრამი" გაითიშა და მომხმარებლები ვერცერთი პლატფორმით...
ირაკლი კობახიძე: 2024 წელს საქართველოში გაიმართება ტურიზმის გლობალური სექტორისთვის ისეთი გამორჩეული...
2024 წელს საქართველოში გაიმართება ტურიზმის გლობალური სექტორისთვის ისეთი გამორჩეული ღონისძიება, როგორიცაა მსოფლიო ტურიზმის დღე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა ჩვენი ქვეყნისთვის და მადლობა გუნდს ამისათვის,...
პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს -...
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ტექნიკური ხარვეზი აღმოფხვრილია
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ტექნიკური ხარვეზი აღმოფხვრილია.
როგორც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.
„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას....
საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია 6 მარტიდან იწყება
საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება: 2024-2025 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1-ელ დეკემბრამდე შეუსრულდებათ. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო...
ნინო წილოსანი ჩინეთის ელჩს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს....
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საზღვაო სფეროში სანქციებთან დაკავშირებული ცვლილებები განიხილა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილება განიხილა.
მომხსენებლის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გურამ გურამიშვილის განცხადებით, გარდა საჯარიმო სანქციების გამკაცრებისა, კანონპროექტით განისაზღვრება პასუხისმგებლობა ისეთ დარღვევებზე, რომლებიც ადრე არ იყო იდენტიფიცირებული.
კანონპროექტის თანახმად, მოხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით „საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში ნაოსნობის რეჟიმისა და ნაოსნობის წესები“ გათვალისწინებული წესების დარღვევისთვის ჯარიმების ასახვა კოდექსში.
ცვლილება ითვალისწინებს, ნავსადგურში დატვირთვის, გადმოტვირთვისა და ტვირთის დაწყობის წესების დარღვევისთვის ჯარიმის დაწესებას. ასევე, გათვალისწინებული იქნება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საზღვაო უსაფრთხოებისა და უშიშროების წესების დარღვევისთვის ჯარიმები.
კოდექსს ემატება ახალი მუხლები, რომლითაც ხდება: მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემისა და საქართველოს ნავსადგურების უშიშროების წესების დარღვევისთვის ჯარიმის დაკისრება; შიდა ნაოსნობაში ჩართული საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემის ინსპექტირებისა და შემოწმების განმახორციელებელი აღიარებული ორგანიზაციის მიერ კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების და ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის ჯარიმების დაკისრება; სალოცმანო სამსახურებისთვის ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმების დაკისრება; გემის აგენტების მიერ ნავსადგურში შესვლის ან/და ნავსადგურიდან გასვლის გაფორმების წესის დარღვევისთვის ჯარიმის დაწესება.
აგრეთვე, წარმოდგენილი ცვლილება ითვალისწინებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ, ნავსადგურის კომპლექსური შემოწმების დროს გამოვლენილი შეუსაბამობების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, ჯარიმების დაწესებას.
გურამ გურამიშვილის განცხადებით, ცვლილებების მიზანია საზღვაო სფეროში უსაფრთხოებისა და უშიშროების ხარისხის გაზრდა.




















