17 იანვარს, ქვემო ქართლის რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 იანვარს 03:00-დან
03:10 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს
მარნეულის რაიონის სოფლებში აზიზკენდი, თაზაქენდი, კულარი, ალგეთი,
ლეჟბადინი, ბაიდარი, კესალო და მიმდებარე სოფლებში;
10:00-დან...
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 17 იანვარს დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელია თოვლი, ზოგან ძლიერი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული.
მათივე ცნობით საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს...
მაკა ბოჭორიშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ევროპულ საქმეთა კომიტეტების შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეთა (COSAC) შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ბელგიის ქალაქ ნამიურში გაიმართა.
სხდომაზე იმსჯელეს...
ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად შვეიცარიაში გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად შვეიცარიაში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს დავოსის ყოველწლიურ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში.
დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა პანელურ დისკუსიებზე.
ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაური...
16 იანვარს, ქვემო ქართლის რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 იანვარს 10:00-დან
18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს
გარდაბანში და გარდაბნის რაიონის სოფლებში კალინინო, კაპანახჩი, ქესალო,
თაზაქენდი, ნაზარლო და მიმდებარე სოფლებში;
10:30-დან...
მთავრობის გადაწყვეტილებით, ქრონიკულ დაავადებათა სამკურნალო მედიკამენტების პროგრამა ფართოვდება
15 იანვრიდან შესაბამისი კატეგორიის თუ სტატუსის მქონე მოქალაქეები გლაუკომის სამკურნალო მედიკამენტს მთელი წლის განმავლობაში სრული დაფინანსებით მიიღებენ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ...
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა.
მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 9 საკითხი განიხილეს.
სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ფართოვდება ქრონიკულ დაავადებათა სამკურნალო მედიკამენტების პროგრამა.
კერძოდ,...
15-18 იანვარს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი
15-16 და 18 იანვარს საქართველოში უნალექო ამინდი იქნება, ყინვა ღამის საათებში შესუსტდება, დღის ტემპერატურაც მოიმატებს. 17 იანვარს ზოგიერთ რაიონში ნალექია მოსალოდნელი.
ქ. თბილისში უნალექო ამინდი...
საქართველოში საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სეკიურიტიზაციის მარეგულირებელი ჩარჩო ამოქმედდება
საქართველოს პარლამენტმა ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის - სეკიურიტიზაციის შესახებ კანონი და მასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები დაამტკიცა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
კანონი არეგულირებს ბიზნეს სუბიექტების მიერ გრძელვადიანი...
მთავრობის ადმინისტრაციის შენობა დროშის ფერებში სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით განათდა
სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე საქართველოს დროშის ვიზუალური ინსტალაცია მოეწყო. მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე საქართველოს დროშის ვიზუალური ინსტალაცია მოეწყო.
შენობა დროშის ფერებში სახელმწიფო დროშის...




















