21-ე მიკრორაიონში სასურსათო მაღაზია გაქურდეს

21-ე მიკრორაიონში სასურსათო მაღაზია ,,გვირილა'' გაქურდეს

21-ე მიკრორაიონში სასურსათო მაღაზია ,,გვირილა” გაქურდეს. მაღაზიიდან 400 ლარის ოდენობის თანხაა წაღებული ასევე გატეხილია სწრაფი ჩარიცხვის აპარატი რომელიც მაღაზიაში იყო განთავსებული,თუმცა ჯერჯერობით უცნობია რა რაოდენობის თანხაა წაღებული აპარატიდან.როგორც ,,ქრონიკას” მაღაზიის მფლობელმა განუცხადა ქურდობა სავინტილაციო ფანჯრიდან მოხდა.

ადგილზე მობილოზებულია კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.