ქალაქი ისევ 24 საათი უწყლოდ რჩება

ქალაქი ისევ 24 საათი უწყლოდ რჩება.

მე-11, მე-12, მე-16, მე-17, მე-18, მე-19 მიკრორაიონებს, გოგოლის, ნეკრასოვის, სამშვილდეს, ტოლსტოის, კახეთის, მცხეთის, ბერიტაშვილის, ჯავახიშვილის, სამგორის, მაზნიაშვილის, ზედგენიძის, ჯავახიშვილის, რჩეულიშვილის, გრანელის, ჩეხოვის, ჩაპაევის, ბარნოვის, გიორგაძის, პუშკინის, ერისთავის, ჭონქაძის, ორბელიანის, ღლონტისა და ტაბიძის ქუჩებს; ტურგენევის, ალუბლების, წულუკიძის, აღმაშენებლის, ქუჩიშვილის, ბელიაშვილის, სანაპიროს და გუდიაშვილის ქუჩებს გასასვლელებითა და ჩიხებით – წყლის მიწოდება 24 საათის განმავლობაში შეეზღუდებათ.

შეგახსნებთ მშვიდობის ქუჩაზე რეაბილიტაცია რამდენიმე თვეა მიმდინარეობს,რის გამოც გზები გადათხრილი და ინფრასტრუქტურა მოუწესრიგებელია.

პრეს სამსახური და კომპანია ჯივიპი რუსთავი ჩვენს კითხვებს ისევ არ პასუხუბს,კომენტარს არ აკეთებს და არანაირ კავშირზე არ გამოდის.