რუსთავის მერი ღია მმართველობის პარტნიორობის მეხუთე საერთაშორისო სამიტზე მონაწილეობს

სამიტზე სადაც პირველი რობოტი მოქალაქე სოფია სიტყვით გამოვა,   ქალაქ რუსთავის წარმომადგენლები ოფიციალურად არიან მიწვეულები . რუსთავის მერი ღია მმართველობის პარტნიორობის მეხუთე საერთაშორისო სამიტზე მონაწილეობს.

სამიტზე ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა  „ ღია მმართველობის  პარტნიორობა ადგილობრივ და საჯარო სერვისების გაუმჯობესების” თემაზე სამუშაო პანელში   მონაწილეობას მიიღებს და რუსთავში ღია მმართველობის პროგრამით განხორციელებული და მომავალში დაგეგმილი პროექტების  შესახებ პრეზენტაციას გამართავს  .

ღია მმართველობის საერთაშორისო სამიტს მსოფლიოს რამდენიმე  ათეული ქვეყნების ხელმძღვანელი პირები დაესწრებიან და ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში  ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ და სამომავლო სტრატეგიებზე იმსჯელებენ .

რუსთავი ღია მმართველობის სტრატეგიაში 2017 წლიდანაა ჩართული.