რა ვალდებულებებს არღვევს ინტერტრანსი?! (+ფოტო)

მონიტორინგმა დაადგინა რომ კომპანია ყოველდღიურად ნაკისრ ვალდებულებაზე ნაკლები მარშრუტით მუშაობს.

რუსთავის მერიის სხდომათა დარბაზში კონპანია ინტერტრანსის წარმომადგენლებს,პეტიციის ავტორებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. რუსთავის მერიის ტრანსპორტის მართვისა და კონტროლის განყოფილებამ პეტიციის ავტორებს მონიტორინგის შედეგების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. მონიტორინგის შედეგების მიხედვით კონპანია ინტერტრანსი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რანდენიმე ვალდებულებას არღვევს. კერძოდ,დეპარტამენტის მონიტორინგის შედეგად ირკვევა,რომ კომპანიის ზოგიერთი მარშრუტი არ იცავს მგზავრთა გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის წესს,კომპანიას ე.წ გადმოსაშლელი სკამების მეშვეობით გადაჰყავს მგზავრების დასაშვებ რაოდენობაზე მეტი ადამიანი,ასევე კომპანია მარშრუტებზე არ იცავს დაწყება -დამთავრების დროს და მარშრუტებს შორის ინტერვალებს. სამსახურის მიერ გატარებულმა მონიტორინგმა დაადგინა რომ კომპანია ყოველდღიურად ნაკისრ ვალდებულებაზე ნაკლები მარშრუტით მუშაობს,რაც პიკის საათებში მგზავრების უკმაყოფილებას იწვევს. მონიტორინგის შედეგად მოხდა ასევე დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღწერა ,რის საფუძველზეც დადგინდა რომ კომპანიის კუთვნილებაში არსებული მიკროავტობუსების უმეტესობა დაზიანებულია.
თავისმხრივ საკუთარი პოზიცია დაფიქსირეს პეტიციის ავტორებმა და დასვეს კონკრეტული პრობლემები,კერძოდ პეტიციის ავტორების თქმით,მიკროავტობუსების რაოდენობა საკმარისი არ არის,მიკროავტობუსები ამორტიზებულია და მგზავრების გადაყვანა უსაფრთხო არ არის.

რაც შეეხება ინტერტრანსს,კომპანიაში განმარტავენ,რომ მიკროავტობუსების რაოდენობა შეზღუდულია და ყოველდღიურად მათი დაზიანება ხდება. ხოლო რაც შეეხება მიკროავტობუსებში გადმოსაშლელ სკამებს,კომპანიაში აცხადებენ,რომ სკამების არარსებობის შემთხვევაში მგზავრებს ხშირად ფეხზე დგომა უწევთ.