მხიარული სტარტები რუსთავში

სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში რუსთავის ფოლადის დარბაზში მხიარული სტარტების დასკვნითი შესარჩევი ეტაპი გაიმართა.
სტარტებში მონაწილეობას 16 საჯარო და კერძო სკოლის გუნდი ღებულობდა.
შესარჩევ ეტაპზე უპირატესობის მოპოვება მე-6,21-ე,23-ე,28-ე სკოლის გუნდებმა შეძლეს.მათგან გამარჯვებული კი 21 ოქტომბერს გარდაბანსა და ბოლნისს დაუპირსიპირდება.
შეხვედრას რუსთავის ქიმიკოსთა სპორტული კომპლექსი უმასპინძლებს.