რუსთავში ელექტროენერგიის დაზიანებულ სატრანსფორმატორო პუნქტებს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა

რუსთავის მერიისა  მხარდაჭერით და თანამშრომლობით რუსთავში ელექტროენერგიის დაზიანებულ სატრანსფორმატორო პუნქტებს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა.

რუსთავის მერის ირაკლი ტაბაღუას თქმით, რეაბილიტაცია ხუთ სატრანსფორმატორო პუნქტის შენობას უკვე ჩაუტარდა და უახლოეს მომავალში კიდევ ორის რემონტი მოხდება. დაზიანებული სატრანსფორმატორო პუნქტები რუსთავში ელექტროენერგიის ავარიული გათიშვის მიზეზი ხშირად ხდება, გარდა ამისა  კომპანია ენერგო პრო ჯორჯიას კუთვნილი დაზიანებული ინფრასტრუქტურა, სადაც მაღალი ძაბვა გადის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

სწორედ ამიტომ რუსთავის მერიისა და კომპანიას შორის კონსულტაციების შემდეგ, ადგილობრივი ხელისუფლების მოთხოვნით პუნქტებს რესტავრაცია ჩაუტარდათ. შესრულებული სამუშაოები დღეს რუსთავის მერმა დაათვალიერა. კომპანიის რუსთავის მომსახურების ცენტრის მენეჯერი სერგო ჭურაძეც ადასტურებს რომ მოძველებული ინფრასტრუქტურა რუსთავში ენერგო მიწოდების კუთხით პრობლემების გამომწვევი ფაქტორი ხშირად ხდება.