რუსთავის საკრებულოს სხდომათა დარბაზში დეცენტრალიზაციის პროექტის განხილვა გაიმართა

რუსთავის საკრებულოს სხდომათა დარბაზში დეცენტრალიზაციის პროექტის განხილვა გაიმართა.

საკონსულტაციო შეხვედრა რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია გამართა.
ასოციაციის დირექტომა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან – ერთად შეხვედრისას ქვემო ქართლის რეგიონის, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს და რეგიონში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიის (2019-2025) პროექტის ძირითად პრინციპები გააცნეს, რეგიონებში არსებულ საჭიროებებზე და გამოწვევებზე ისაუბრეს და ის მექანიზემები განიხილეს, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების მიზნით დეცენტრალიზაციის რეფორმაში უნდა იქნეს გათვალისწინებული.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, დეცენტრალიზაციის სტრატეგიის დოკუმენტი, თვითმმართველობისთვის, როგორც ახალი უფლებამოსილებების,ასევე მეტი ფინანსების გადაცემასა და მოქალაქეთა მონაწილეობის უკეთესიმექანიზმების შექმნის ხელშეწყობაზეა ორიენტირებული.