ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6 ნოემბერს 11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებში ავრანლო, აშკალა, არწივანი, საყდრიონი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში ნახიდური, თამარისი, ყიზილაჯლო, მუხრანა და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს ბოლნისის და მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში კაჩაგანი, აღმამედლო, ტაკალო, დამია, კასუმლო და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 12:00 საათამდე და 17:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში წერეთელი, ორჯონიკიძე, მირზოევკა, საიმერლო და მიმდებარე სოფლებში; 11:30-დან 18:30 საათამდე აბონენტებს თეთრწყაროში სტალინის, თავდადებულის, კოსტავას, გარისის და მიმდებარე ქუჩებზე; 12:00-დან 13:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში სართიჭალა და თელეთი; 15:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში რუსთაველის, 9 მაისის, ბათუმის, მაიაკოვსკის, გრძელიძის და მიმდებარე ქუჩებზე არსებული კორპუსების ნაწილს. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.









