ხვალ საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება

ხვალ საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება, მთაში თოვლი, ზღვაზე კი შტორმია მოსალოდნელი.გარემოს ეროვნული სააგენტოდან ინფორმაციით, 17 იანვარს დაბლობსა და ბარში მოსალოდნელია თოვლჭყაპი, დროგამოშვებით ძლიერი ქარი, მთიან და მაღალმთიან ზონაში თოვა, ნისლი და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი.

„17 იანვარს მკვეთრად დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს“, – აცხადებენ გარემოს ეროვნული სააგენტოში.