საავადმყოფოს საკანალიზაციო მილში ემბრიონი აღმოჩნდა

ქობულეთის საავადმყოფოში საკანალიზაციო მილში გაჭედილი ემბრიონი იპოვეს.

ამის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც საკანალიზაციო მილი გაიჭედა, გამოძახებულმა პერსონალმა კი მასში ემბრიონი იპოვა.

საავადმყოფოს ადმინისტრაციამ მომხდარის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს აცნობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.