შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემოს შექმნა სავალდებულო ხდება

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურულ-გეგმარებითი ელემენტების გაუთვალისწინებლობისთვის ადმინისტრაციული ჯარიმები ამოქმედდება.

ჯარიმების ოდენობა ქმედების ჩადენის ადგილისა და შენობის კლასის მიხედვით განისაზღვრება.

პროექტის ავტორების შეფასებით სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სწორედ შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემოს შექმნაა.