„ფორსაჟი 9“-ში ქართული წარმოების ჯავშანმანქანა “დიდგორი მეომარი“ გამოჩნდება

ჰოლივუდის ფილმის – Fast and Furious 9-ის („ფორსაჟი 9“) ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღებების საქართველოში დაწყების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ჰოლივუდის ერთ-ერთ ცნობილ ბლოკბასტერში ქართული წარმოების მრავალ ფუნქციური ჯავშანმანქანა “დიდგორი მეომარი“ გამოჩნდება. ადგილობრივი მოსახლეობის მიერ გადაღებულ კადრებშიც ჩანს, როგორ იღებენ ქართული წარმოების მრავალფუნქციურ ჯავშანმანქანას ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ფილმში.