გადავადების მოწმობის მქონე ახალგაზრდები სამხედრო სავალდებულო სამსახურში დაიბარეს

რუსთავის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურში დღეს რიგითი გადავადების კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც სხვა წვევამდელებთან ერთად გასაუბრებისთვის  პოლიტიკური გაერთიანება “გირჩის” რელიგიური ორგანიზაციის მოწმობის მქონე ახალგაზრდებიც დაიბარეს.

რამდენადაც ცნობილია ,რელიგიური მოწმობის მქონე წვევამდელებს სავალდებულო სამსახურის მოხდის ვალდებულება არ აქვთ.

გასაუბრებაზე დასასწრებად რუსთავში   “გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძეც იმყოფბოდა .მისი თქმით, ეს არის პირველი შემთხვევა,როდესაც ,,გირჩის“ მიერ გაცემული მოწმობის მქონე ახალგაზრდები სამხედრო სავალდებულო სამსახურში დაიბარეს.  პოლიტიკური გაერთიანების ლიდერი,შემთხვევას თავდაცვის ახალი მინისტრის ,ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს უკავშირებს.

კომისიის სხდომას  ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუაც ესწრებოდა, რომელიც გადავადების კომისიის თავმჯდომარეა   , მისი განცხადებით სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურში მსგავსი სხდომა პერმანენტულად  ტარდება .

ირაკლი ტაბაღუას თქმით , კომისიაზე   იმ წვევამდელებს გაესაუბრნენ  , რომლებსაც  სხვადასხვა მიზეზებით გაწვევისგან გათავისუფლების  მოწმობა აქვთ   , მათ შორის იყვნენ სტუდენტებიც  და  “გირჩის” რელიგიური ორგანიზაციის მოწმობის მქონე წვევამდელები .