მომავალ ლიდერთა სკოლის (ELS) ქვემო ქართლში განხორციელება იგეგმება

USAID-ის ფინანსური მხარდაჭერითა და CRRC-თან პარტნიორობით, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP)  იწყებს ახალ ინიციატივას – ,,ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში“.                                                            ინიციატივის ფარგლებში პირველ ეტაპზე იგეგმება მომავალ ლიდერთა სკოლის (ELS)  განხორციელება თბილისსა და სამ რეგიონში, კერძოდ ქვემო ქართლში, სამეგრელო-ზემო სვანეთში და აჭარაში.

აღნიშნული ინიციატივა, მიზნად ისახავს, ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარებას, სოციალური პოლიტიკური ჩართულობის კუთხით მათ წახალისებას. მომავალ ლიდერთა სკოლის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი თემები: საჯარო პოლიტიკა, საგარეო ურთიერთობების გამოწვევები, პოლიტიკური და სოციალური კამპანიები, ქალთა პოლიტიკური ჩართულობა, აქტივიზმი და ა.შ.

პროგრამა გათვლილი არის 18-35 წლის ახალგაზრდებისთვის, რომლებიც დაინტერესებულები არიან აღნიშნული თემებით და სურვილი აქვთ, მონაწილეობა მიიღონ მომავალ ლიდერთა სკოლაში. პროგრამას ხელმძღვანელობენ: კორნელი კაკაჩია(საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ნინო ჯიბუტი (პროგრამის კოორდინატორი), ნინო აბზიანიძე (პროგრამის კომუნიკაციების ოფიცერი).