რუსთავის ველომოყვარულთა ასოციაცია “რუსთავველოს” ორგანიზებით ტრადიციული ველორბოლა გაიმართა.
ველორბოლა ქალაქში ყოველი თვის ბოლოს იმართება და მასში მონაწილეობას როგორც მოყვარული ისე პროფესიონალი მრბოლელები იღებენ. ტრადიციული ველორბოლის მიზანია რუსთაველებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ეკოლოგიაზე ზრუნვა.
შეგახსენებთ ველომოყვარულთა კლუბი 24 იანვარს ოფიციალურად დარეგისტრირდა , როგორც რუსთავის ველომოყვარულთა ასოციაცია “რუსთავველო“.