პროექტი “ჩამო ეზოში” დღეს მეორედ გაიმართა

საკრებულოს წევრის, ამირან ჯანჯღავას, მორიგი ინიციატივა – „ჩამო ეზოში“ დღეს მეორედ გაიმართა.

როგორც ინიციატივის ავტორი “ტვ4-თან” აცხადებს, პროექტის მიზანია ადამიანები “ცოცხალ ურთიერთობებს დავუბრუნდეთ”. პროექტი გულისხმობს ყოველ კვირას ახალგაზრდების შეკრებას, ერთმანეთისთვის ინფორმაციის გაზიარებას, საინტერესო ამბების მოყოლასა და სხვადასხვა აქტივობაში ჩართვას.

ამირან ჯანჯღავას განცხადებით, პროექტი ყოველ შაბათ დღეს გაიმართება და უფრო მასშტაბური გახდება.