ავტომაგისტრალზე ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სატვირთო შეეჯახნენ

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა-შემთხვევა ქალაქ გორთან მოხდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, ავტომაგისტრალზე ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილები შეეჯახნენ. 

შეჯახების შედეგად დაშავდა მსუბუქ ავტომობილში მსხდომი ორი მგზავრი. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილები,მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და შესაბამისი გამოკვლევები უტარდებათ. 

მომხდარზე ‌შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

 

ფოტო:1tv.ge