კორონავირუსით კიდევ 6 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსს კიდევ 6 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა და მათი რაოდენობა 91-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

რაც შეეხება ინფიცირებულებს, ვირუსი კიდევ 478 ადამიანს დაუდგინდა და ჯამში მათი რაოდენობა 12 272-ს შეადგენს.

ქვეყანაში გამოჯანმრთელდა კიდევ 211 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 6 538-ს შადგენს.