პროექტისთვის “ვაჩუქოთ რუსთავს ჟანგბადი” საჭირო თანხა შეგროვდა

პროექტი – „აჩუქე რუსთავს ჟანგბადი“ ფინალურ ფაზაში გადავიდა. სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფის „გავიგუდეთ“  ინიციატივით წამოწყებული პროექტის ფარგლებში სამოქალაქო მხარდაჭერითა და დონაციით 6 000 ლარი შეგროვდა. პროექტის  მიზანი რუსთავში ერთი კონკრეტული ადგილის გამწვანება და რეკრეაციულ სივრცედ გარდაქმნაა.

პროექტი ფონდ “ორბელიანი საქართველოს” მხარდაჭერითა და თანადაფინანსებით ხორციელდება.

პროექტის კონცეფციით, ფონდი “ორბელიანი”  ჯგუფს დამატებით 6 000 ლარს გადასცემს, რაც ჯამურად ქალაქში 12 000 ლარის ხეების დარგვის შესაძლებლობას გააჩენს.