რუსთაველი ჩოგბურთელი ნინი ფარქოსაძე ჩემპიონი გახდა

რუსთაველი ჩოგბურთელი ნინი ფარქოსაძე ჩემპიონი გახდა

რუსთაველი ჩოგბურთელი ნინი ფარქოსაძე ჩემპიონი გახდა.თბილისში გამართულ თორნიკე ღოღობერიძის სახელობის ტურნირზე მაგიდის ჩოგბურთში სპორტსმენმა ათი შეხვედრა ჩაატარა და ათივეში გამარჯვება მოიპოვა. ჩოგბურთელის პირადი მწვრთნელის თქმით, ეს რუსთავის ისტორიაში პირველი შემთხვევაა.

ჩემპიონი ტურნირის შემდეგ უკვე ჩაირიცხა საქართველოს ნაკრებში. ჩემპიონატში მონაწილეობას მთელი ქვეყნის რეგიონებიდან და ქალაქებიდან ჩამოსული სპორტსმენები იღებდნენ მონაწილეობას. სპეციალისტები, ფარქოსაძეს სპორტის აღნიშნულ სახეობაში წარმატებებს უწინასწარმეტყველებენ.