გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთში სახალხო დღესასწაულს “თელეთობა 2018” აღინიშნება

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთში სახალხო დღესასწაულს "თელეთობა 2018" აღინიშნება.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთში სახალხო დღესასწაულს “თელეთობა 2018” აღინიშნება. დღესასწაულს 23 წლიანი ისტორია აქვს და ყოველწლიურად ამაღლების დღესასწაულზე აღინიშნება. სოფელში სპორტული ღონისძიებები 12 საათზე გაიხსნა. შეჯიბრი მიმდინარეობს ქართულ ჭიდაობაში, სადაც რამდენიმე წონით კატეგორიაში რეგიონის ხუთი სოფლის წარმომადგენელი სპორტსმენები იღებენ მონაწილეობას. ასევე დაგეგმილია ჩემპიონატის ფინალური ტური ფეხბურთში და მკლავჭიდში. “თელეთობა 2018” გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით იმართება. გამარჯვებულ ფალავანს საჩუქრად ჭედილა გადაეცემა.