ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარში საყოველთაო ჯვრისწერა მიმდინარეობს

„ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის“ დღესთან დაკავშირებით ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარში საყოველთაო ჯვრისწერა მიმდინარეობს.

ტაძარში ჯვარს 16 წყვილი იწერს,მათ შორის 5 ასაკოვანი წყვილია. ჯვრისწერას მამა დავითი ატარებს.საყოველთაო ჯვრისწერის ტრადიცია ორი წლის წინ პატრიარქის კურთხევით და ჩოხოსანთან საზოგადოების ინიციატივით დაინერგა.

პატრიარქმა 17 მაისი „ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის“ დღედ ოთხი წლის წინ გამოაცხადა.