გარდაბნის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში გზის რეაბილიტაცია დაიწყო

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში გზის რეაბილიტაცია დაიწყო

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში 11 კმ.გზის საფარის დაგების სამუშაოები დაიწყო. დღეს სოფელ ჯანდარაში გზის მოასფალტების სამუშაოებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი ,რამაზ ბუდაღაშვილი გაეცნო ,მისი თქმით მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობა და იგეგმება სხვა სოფლების მოასფალტებაც . სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია “სკინჩი “აწარმოებს .გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება მილიონ 357 ათას ლარს შეადგენს. ხელშეკრულების თანახმად, კომპანიას სამუშაოების შესასრულებლად 70 კალენდარული დღე აქვს.