სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონიდან 2018 წელს დასაფინანსებელი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე. როგორც დღეს გახდა ცნობილი, მარნეულში შიდა გზების რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით 330 ათასი ლარის ღირებულების საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყობა სოფელ თექალოში, დაფინანსდება სოფელ თამარისის გზის რეაბილიტაციის პროექტიც, რომლის ღირებულებაც 487 ათას ლარს აღემატება. საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყობა დმანისშიც, ფონიჭალა მარნეული გეგუთის საერთაშორისო გზიდან სოფელ პატარა დმანისამდე მისასვლელი გზის მოასფალტება იგეგმება. ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან პროექტი 489 ათასი ლარით არის დაფინანსებული. საკონსულტაციო საბჭომ დღის წესრიგით გათვალისწინებული პროექტების გარდა რეგიონებში და რუსთავში მიმდინარე პროექტების შესახებაც ისაუბრეს. დღესვე საკრებულოს თავმჯდომარემ, ლევან ონიანმა ქვემო ქართლის გუბერნატორს რუსთავში დაუკანონებელი საცხოვრებელი ფართების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. სხდომაზე „ინიციატივა რეგიონული განვითარებისთვის“ სმენადაქვეითებულ ბავშვთა ჯანმრთელობისა და მათი განვითარების ხელშეწყობის პროგრამის შესახებ პრეზენტაციაც გაიმართა.
მარნეულში 330 ათასი ლარის ღირებულების საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყობა
მარნეულში 330 ათასი ლარის ღირებულების საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყობა