რუსთავის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გამოფენა გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო არტ-სტუდია,,სანდროს” მოსწავლეების სხვადასხვა თემატიკის ნამუშევრები. საკუთარი ნახატები წარმოადგინეს სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის ბავშვებმა. გამოფენაში მონაწილეობას ალექსანდრე თოდუას 31 მოსწავლე იღებდა. გამოფენას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.