რუსთავის პარკში ,,სითი გეიმი” მიმდინარეობს..

რუსთავში, კულტურისა და დასვენების პარკში, დღეს ევროპის დღეებთან დაკავშირებით ღონისძიება მიმდინარეობს. ღონისძიებაში სახელწოდებით-,,სითი გეიმი“, რუსთავის 15 საჯარო სკოლის 200-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობს. თამაშის ბოლოს გამოვლინდება გამარჯვებული გუნდი. ამფითეატრში ანსამბლის ,,სალხინო“ მინი კონცერტი მიმდინარეობს.
 
ღონისძიებას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებიან.
 
,,სითი გეიმის“ რუსთავში ჩატარებას საქართველოს სკაუტური მოძრაობა უზრუნველყოფს. ღონისძიების მხარდამჭერები არიან საქართველოს პარლამენტი და ქალაქ რუსთავის მერია.