შპს ,,საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ ახორციელებს ,,მარანის“ ახალი 110 კვ-იანი ელ. გადამცემი ხაზის მშენებლობას, რის გამოც აუცილებელია ელ. ენერგიის გათიშვა ,,მარანის“ ხაზზე. აღნიშნული ხაზის გამორთვის მიზანია მოხდეს ახალი, 110 კვ-იანი ხაზის დაერთება, რომ შემდგომ დღეებში, თბოელექტროსადგურის ტერიტორიაზე, ძველი საყრდენების დემონტაჟი განხორციელდეს.
აღნიშნული სამუშაოები, გარდაბნის ტერიტორიაზე ახალი, ნახშირზე მომუშავე 300 მეგავატიანი თბოელექტროსადგურის მშენებლობას უკავშირდება.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, 18 მაისს 15.00. სთ-დან 19 მაისის 11.00. საათამდე სასმელი წყლის მიწოდება შეუწყდება რუსთავს.