რუსთავში ისტორიული ძეგლების მორეცხვა-დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს

რუსთავში ისტორიული ძეგლების მორეცხვა-დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს

ქალაქის მასშტაბით, მონუმენტური ძეგლებისა და მემორიალების მორეცხვა-დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს.სპეცტექნიკის გამოყენებით, ,,რუსთავსერვის ცენტრის’’ მიერ დღეს, შოთა რუსთაველის ძეგლი და ჟიული შარტავას ბიუსტი დასუფთავდა.სამუშაოების მიმდინარეობას რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა და მერის მოადგილეები – დავით კეკელიძე და გოჩა ლორია ადგილზე გაეცნენ.