გარდაბანში ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი განხორციელდა

გარდაბნის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების  მიმდინარეობა ქვემო ქართლის გუბერნატორმა და  მუნიციპალიტეტის მერმა პირად კონტროლზე აიყვანეს.  ადგილობრივი ხელისუფლების პირველმა პირებმა  რამდენიმე სოფელში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს და  დასრულებული პროექტების ხარისხით დაინტერესდნენ. ამ დროისთვის სოფელ ქესალოში  ასფალტის დასაგებად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, გარკვეულ მონაკვეთებზე კი უკვე საგზაო ინფრასტრუქტურა ეწყობა. სოფელში სულ 2, 800 გრძივი მეტრის ასფალტის საფარი დაიგება. შიდა გზები მოწესრიგდება სოფელ ნაზარლოშიც, სადაც ახალი გზის საფარი 3, 100 მეტრზე დაიგება.

საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა უკვე დასრულდა სოფელ ვახტანგისშიც. სოფელში ამ დრომდე გზები ამოტრიზირებულია იყო და მოსახლეობა რეაბილიტაციას წლების განმავლობაში ითხოვდა. სამუშაოების ფარგლებში სამ კილომეტრიან მონაკვეთი მთლიანად განახლდა. გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს სოფელ ყარაჯალარშიც, სოფელში 2,900 გრძივი მეტრი ასფალტის მოასფალტება მოხდება.  გზების კეთილმოწყობა ხდება სოფელ ჯანდარაშიც. მთავრობის წევრებმა დღესვე ადგილობრივ მოსახლოებას დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებაც მიაწოდეს ინფორმაცია.

დღესვე ცნობილი გახდა , რომ შიდა გზების მშენებლობა იგეგმება  სოფელ სართიჭალაში სადაც გზის სამშენებლო პროცესს ტენდერში გამარჯვებული კომპანია უახლოეს დღეებში დაიწყებს.  ჯამში გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში შიდა გზების მოასფალტების სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან  2,880 619 ლარზე მეტი დაიხარჯება.