დღის ცენტრის ბენეფიციარებმა მინი სპექტაკლი ,,ფიროსმანი” წარმოადგინეს

14 ივნისს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრში, წარმოდგენა გაიმართა. ცენტრის ბენეფიციარებმა ნიკო ფიროსმანის ცხოვრების ამსახველი მინისპექტაკლი „ფიროსმანი“ წარმოადგინეს. ღონისძიებაში მონაწილეობას ცენტრის თანამშრომლები და სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები იღებდნენ. ღონისძიებას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.ღონისძიების დასრულების შემდეგ მთავრობის წარმომადგენლებმა ღონისძიება შეაფასეს  და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.ხელისუფლების წარმომადგენლებმა  დღის ცენტრის თანამშრომლებს და ბენეფიციარებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს, ცენტრისგან სიმბოლური საჩუქარი მიიღო ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.