რატომ შეაჩერეს სამარშუტო მიკროავტობუსებმა მოძრაობა?-კომპანია განცხადებას ავრცელებს

კომპანია,, ინტერტრანსი’’ სამარშუტო მიკროავტობუსების მოძრაობის შეჩერებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.აღნიშნულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

,,ინტერტრანსის” კუთვნილი მიკროავტობუსების მძღოლებმა მიიღეს გადაწყვეტილება არ გადაიხადონ გეგმიური გადასახადი. მათი განცხადებით რუსთავიდან  უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმართულების მოძრავი მინივენის მარკის მიკროავტობუსების გამო, თანხის შეგროვებას ვეღარ ახერხებენ. მიუხედავად კომპანიის მხრიდან არაერთი გაფრთხილებისა , მძღოლები გადასახადის გადახდას არ აპირებენ. გამომდინარე აქედან ინტერტრანსმა მიიღო გადაწყვეტილება და აღნიშნულ სამარშუტო ხაზებზე რამდენიმე  მიკროავტობუსების მოძრაობის შეაჩერა.  უნდა აღინიშნოს რომ კომპანია ზამთრისა და ზაფხულის პერიოდში, მგზავრთა ნაკადის შემცირების გამო,   მძღოლებისთვის შეღავათს აკეთებდა და მათ გადასახადს მნიშვნელოვნად უკლებდა. 15 ივლისიდან გადაწყვეტილება უკვე ძალაში უნდა შესულიყო, თუმცა მძღოლებმა კომპანიასთან დადებული შეთანხმება დაარღვიეს.  კომპანია  მზადაა მძღოლებთან მოლაპარაკებები აწარმოოს და მიაღწიოს შეთანხმებას,   წინააღმდეგ  შემთხვევაში ,,ინტერტრანსის ”ხელმძღვანელობა  სამარშუტო ხაზებზე სხვა მძღოლების დანიშვნის  გადაწყვეტილებას  მიიღებს”- ნათქვამია განცხადებაში.