21 ივნისს , კომპანია „რუსთავის წყალი“ წყალმომარაგების სტაბილურობის მიზნით, ასლანიკაშვილის და ბარათაშვილის ქუჩების კვეთაზე, ევროსტანდარტის შესაბამის ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულებს დაამონტაჟებს.
მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით სამუშაოები ღამით შესრულდება.
სამუშაოების მიმდინარეობის დროს მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც 21 ივნისს, ღამის 23:55 საათიდან, 22 ივნისის, დილის 08:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:
ქ. რუსთავის მარცხენა სანაპიროს.
წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „რუსთავის წყალი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 22 00 11 და ფეისბუქის საშუალებით.
კომპანია „რუსთავის წყალი“ დიკომფორტისთვის ბოდიშს უხდის აბონენტებს და შეეცდება ტექნიკური სამუშაოები მოკლე დროში დაასრულოს.