ბაგა-ბაღების ასოციაცია ფუძნდება-რა მიმართულებით იმუშავებს ორგანიზაცია

ასოციაციაში შვიდი ქალაქის ბაღების გაერთიანება იქნება გაწევრიანებული

ბაგა-ბაღების გაერთიანების ასოციაცია ფუძნდება.

ქალაქ რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანებისთვის არასამეწარმეო იურდიული პირის დაფუძნების თაობაზე იმსჯელეს დღეს საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის სხდომაზე.

ცნობილი ხდება, რომ შვიდი მუნიციპალიტეტის ბაღების გაერთიანებების ჩართულობით დაფუძნებული ასოციაცია ბაღებში არსებული პრობლემების იდენტიფიცირებაზე და მონიტორინგზე იმუშავებს, რათა სკოლმადელი აღზრდის მიმართულებით არსებული პორობლემები მინიმუმამდე იქნას დაყვანილი.
ასოციაციაში 14 წევრი იქნება წარმოდგენილი. ჯერ-ჯერობით უცნობია გაერთიანების პრეზიდენტის ვინაობა. პრეზიდენტი კენჭისყრის საფუძველზე აირჩევა. რაც შეეხება კანდიდატს სავარაუდოდ პრეზიდენტის კანიდატურაზე რუსთავის ბაგა-ბაღების ხელმძღვანელი ეკა ხუციშვილი იქნება წარდგენილი.

პროექტი “კარიტას ჯორჯიას” და მსოფლიო ბანკის თანამშრომლობით ხორციელდება, რომლის დაფინანსებასაც მსოფლიო ბანკი უზრუნველყოფს.