რუსთავში  მაღაზია „ზუმერის „ ქურდობის ფაქტი გახსნილია

რუსთავში  მაღაზია „ზუმერის „ ქურდობის ფაქტი გახსნილია. როგორც  „ ქრონიკას“ შსს-ში განუცხადეს ოპერატიული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ქურდობის ფაქტზე იდენტიფიცირებულია 4 არასრულწლოვანი , რომლებმაც მაღაზიიდან  „აიფონისა“ და „სამსუნგის“ ძვირადღირებული მობილური ტელეფონები წაიღეს . მობილური ტელეფონები ნივთმტკიცების სახით თბილისის ლომბარდებიდან იქნა ამოღებული.

მომხდართან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177- მუხლით მიმდინარეობდა , რაც ქურდობას გულისხმობს.