ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე მამაკაცმა რამდენიმე გასროლა განახორციელა. შემთხვევა ერთ-ერთ კაფესთან მოხდა. არსებული ინფორმაციით, სროლის შედეგად არავინ დაშავებულა. მამაკაცი უმისამართოდ ისროდა. ასევე, არსებული ინფორმაციით, იგი ტერიტორიაზე ავტომობილით იმყოფებოდა და პოლიციის მისვლამდე მიმალვა შეძლო.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განaცხადეს, მომხდარზე გამოძიება 236-ე მუხლით მიმდინარეობს.