მე-4 მიკრორაიონში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

გლდანში, მე-4 მიკრორაიონში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები, რომლებიც შესაბამის სამუშაოებს აწარმოებენ.მოკლულ ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. მამაკაცის ცხედარი ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან ახლოს, ეზოში იპოვეს. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108 –ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.