მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე მარნეულის მერის დაკავებაზე ინფორმაციას არ ფლობს.მისი თქმით აღნიშნულის შესახებ მედიით შეიტყო.
,,დაკავების შესახებ ოფიციალური ინფორმაცა არ მაქვს, სახლში ვარ აქ არავინ არაფერი იცი,ს ისიც არ ვიცით მართალია თუ არა სინამდვილეში რაც ხდება .არც იმ ინიდენტის შესახებ გამიგია ინფორმაცია რომელიც მონიტორმა გაავრცელა.დიდი მოულოდნელობაა და ვეცდებით გავარკვიოთ რა ხდება’’-განაცხადა მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარემ.
შეგახსენებთ,მარნეულის მერი თემურ აბაზოვი დააკავეს. ის დროებითი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.არსებული ინფორმაციით, მისი დაკავება მარნეულის მკვიდრის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტს უკავშირდება, რომელზეც საქართველოს პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს.