ბაღებში პერსონალის დიდ ნაწილს შესაბამისი კვალიფიკაცია არ აქვს – unisef-ის კვლევა

ბაღებში პერსონალის დიდ ნაწილს, მათ შორის დირექტორებს, შესაბამისი კვალიფიკაცია არ აქვს

„სკოლამდელი დაწესებულებების აღსაზრდელთა 44% არ აქვს კვალიფიკაცია, რომელიც ბავშვთა ადრეული აღზრდასა და განათლებას უკავშირდება. ამასთან, შესაბამის განათლებას, რომელიც ბავშვთა ადრეულ აღზრდასთან არის დაკავშირებული დირექტორთა 50% არ ფლობს“, – აღნიშნულ მონაცემები unisef-ისა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრის ერთობლივად ჩატარებული კვლევის შედეგია.

კვლევა საქართველოში სკოლამდელი პროგრამების ხარისხის შეფასებას ეხებოდა, მასში ყველა მუნიციპალიტეტი იყო ჩართული და 22 ფოკუს ჯგუფი სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალში გამოიკითხა. (სულ 124 მონაწილე, მათ შორის, სკოლამდელი დაწესებულებების მენეჯერები, აღმზრდელები, სპეციალური პედაგოგები, ფსიქოლოგები, მეთოდისტები, მშობლები, ლექტორები).

კვლევის თანახმად, სკოლამდელი დაწესებულებები მნიშვნელოვანი პრობლემის წინაშე დგას, ვინაიდან პერსონალის დიდ ნაწილს არ აქვს კვალიფიკაცია, ან აქვს ისეთი კვალიფიკაცია, რომელიც ბავშვთა ადრეულ აღზრდასა და განათლებას არ უკავშირდება.

„57 მუნიციპალიტეტიდან მოპოვებული მონაცემების თანახმად, აღმზრდელთა 44% არაკვალიფიციურია. ამასთან, დირექტორთა 50% არ ფლობს ბავშვთა ადრეულ აღზრდასა და განათლებასთან დაკავშირებულ განათლებას. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ 13 მუნიციპალიტეტს არ ჰყავს ბავშვთა ადრეულ აღზრდასა და განათლებაში ბაკალავრის ხარისხის მქონე არცერთი აღმზრდელი. მრავალი მუნიციპალიტეტისთვის პრობლემაა შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალიზებული დამხმარე პერსონალის (სპეც. პედაგოგები, ფსიქოლოგები და სხვ.) ნაკლებობაც“, – ნათქვამია კვლევაში.