გარდაბნის მუნიციპალიტეტში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა

გარდაბნის მუნიციპალიტეტში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა.

გარდაბნის მუნიციპალიტეტში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა . ღონისძიებების ფარგლებში, ბავშვების ჩართულობით მოიხატა ცენტრალური ქუჩა. ბავშვებმა თემაზე ,,ჩვენ ვხატავთ სიცოცხლეს“ ფერადი ცარცით სხვადასხვა ნამუშევრები წარმოადგინეს.

გარდაბნის კულტურის სახლში მოეწყო გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლების სააღმზრდელო დაწესებულებების ბავშვების ნამუშევრები. ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გარდაბანში , დასკვნითი კონცერტით დასრულდა.

კულტურის სახლში გამართულ ღონისძიებაში , ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები წარმოადგინეს. გარდაბნის ბაგა-ბაღების აღსაზრდელებმა. ბავშვთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.