რუსთავის ისტორიულ მუზეუმში ღონისძიება გაიმართა

რუსთავის ისტორიულ მუზეუმში ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

რუსთავის ისტორიულ მუზეუმში ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში ანა მიხეილიძისა და ნინო კიკვიძის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა,რომლებიც საბავშო თემატიკაზე არის შექმნილი.

დღესვე პარალელურად ისტორიული მუზეუმის ინიციატივით ჩატარებულ კონკურსში “რუსთავის ისტორიის კვალდაკვალ” გამარჯვებულები გამოვლინდნენ და მათ სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.