თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკეში 58 წლის მამაკაცი სანადირო თოფიდან გასროლით მოკლეს. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოკლული ვაჟა თორაძე პოლიციის ყოფილი თანამშრომელია და ამჟამად ფერმერული მეურნეობით იყო დაკავებული. დანაშაულში ეჭვმიტანილი მის მეურნეობაში მუშაობდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, დანაშაულში ეჭვმიტანილი გამთენიისას დააკავეს. მომხდართან დაკავშირებით საქმე 108-ე მუხლით აღიძრა.