ავარიული დაზიანების გამო კოსტავას გამზირზე მოსახლეობას ელექტრო ენერგია არ მიეწოდება. როგორც Tv4.ge-სთან ,,ენერგოპროში’’ განაცხადეს მე-9კორპუსში სადენების დაზიანების გამო აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა. ამ დროისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს და დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ეტაპობრივად აღდგება.