რუსთავის მერი მოქალაქეთა მიღებას აგრძელებს

ირაკლი ტაბაღუამ დღეს გიორგი ჭყონდიდელისა და ვახტანგ გორგასლის სახელობის ადმინისტრაციული ერთეულების ტერიტორიაზე მცხოვრები რუსთაველები მიიღო. გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ადმინისტრაციული ერთეულის ოფისში, მოქალაქეთა პრობლემები, ირაკლი ტაბაღუამ მოადგილე გოჩა ლორიასთან, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტერიტორიული ერთეულის ოფისში კი, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, გურამ კვარაცხელიასთან ერთად მოისმინა.

ქალაქის მერს მოსახლეობამ ძირითადად ინფრასტრუქტურული და სოციალური საკითხების მოგვარების თხოვნით მიმართა.

მერის ინიციატივით, მსგავსი ფორმატის შეხვედრები მოსახლეობასთან, რეგულარულად, ადმინისტრაციული ერთეულების ოფისებში ეწყობა. მოქალაქეებს მერთან მიღებაზე ჩაწერა, როგორც მერიის მოქალაქეთა მიღების განყოფილებაში, ასევე ტერიტორიული ერთეულების ოფისებშიც შეუძლიათ.