ახალგაზრდა ქალს, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა ოპერაცია უტარდება. ამის შესახებ “ქრონიკას ” კლინიკა რუსთავში განუცხადეს , ექიმის თქმით პაციენტის მდგომარეობა მძიმეა და სხეულის მრვალობითი დაზიანებები აღენიშნება .
შემთხვევა მე-16 მიკრორაიონსი მოხდა , 30 წლამდე ქალი მე-9 სართულის აივნიდან გადმოხტა და მეხუთე სართულის მიშენებაზე დაეცა . მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსისი 115-ე მუხლით მიმდინარეობს , რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.