მტკვარში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარს მესამე დღეა ეძებენ

რუსთავში, მდინარე მტკვარში ახალგზრდა მამაკაცის ცხედარს ეძებენ. სამძებრო სამუშაოები უკვე მესამე დღეა მიმდინარეობს. ახლობლების ინფორმაციით, მამაკაცი გუშინ გაუჩინარდა, ის მეგობრებთან ერთად მდინარის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა, რა დროსაც საბანაოდ მტკვარში შევიდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებთ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. სამძებრო სამუშაოები მტვარზე სავარაუდოდ ხვალ განახლდება.