მტკვარში ახალგზარდა მამაკაცს ეძებენ

რუსთავში, მტკვარში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარს ეძებენ . სამძებრო სამუშაოები უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს.ახლობლების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი მტკვრის პირას მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა ,რა დროსაც გაგრილების მიზნით მტკვარში შევიდა და გაუჩინარდა .ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახურის და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები . როგორც Tv4.ge-ს შინაგან საქმენთა სამინისტროში განუცხადეს მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 115 მუხლით მიმდინარეობს , რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს .