გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 ივნისს აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია ძლიერი და სეტყვა. 13 – 14 ივნისს შედარებით გამოიდარებს, ხანმოკლე წვიმა და ელჭექი შენარჩუნდება მხოლოდ ცალკეულ რაიონში (ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში).
სინოპტიკოსების პროგნოზით, ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +28, +33 გრადუსია მოსალოდნელი, 12 ივნისს აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +22, +27 გრადუსამდე დაიკლებს, 13 ივნისიდან კი ისევ დაცხება.
რუსთავში, 12 ივნისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 12 ივნისს ჰაერის ტემპერატურა +25, +27 გრადუსამდე დაიკლებს, ხოლო 13 – 14 ივნისს +30, +32 გრადუსამდე მოიმატებს.