რუსთავის პარკში სპორტული ღონისძიებები მიმდინარეობს

რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში რეგიონალური ოლიმპიური კომიტეტის რეგიონალური ორგანიზაციების სპორტული თამაშების მეორე ეტაპი გაიმართა. შეჯიბრი რუსთაველმა და გარდაბნელმა სპორტსმენებმა მიიღეს მონაწილეობა.
სპორტული თამაშები სპორტის ხუთ სახეობაში: მძლეოსნურ კროსში, კალათბურთში, მინი ფეხბურთში, სპორტულ ვიქტორინასა და ბაგირის გადაძალვაში მიმდინარეობდა .ფინალისტები შემდგომ თბილისში სხვა რეგიონების გამარჯვებულებს დაუპირისპირდებიან.